ტრენინგების პორტფოლიო
სასწავლო პროექტის გეგმა
ტრენინგების რეფლექსია
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
შორენა ლობჯანიძე
|
|
რაიონი
|
ონი
|
|
სკოლა
|
პიპილეთის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
||
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
მთის ტრადიციები და ვაჟა-ფშაველა
|
||
თემის შინაარსი
|
||
როგორ ფპოვებს განვითარებას მთის ტრადიციები
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, არის თუ არა ის პირველწყაროს იდენტური?მოსწავლეები
შეისწავლიან ქართულ მთის ტრადიციებზე არსებულ ლიტერატურას და დაადგენენ
მსგავსება-განსხვავებას ნაწარმოებში აღწერილსა და ცხოვრებაში დანერგილ
ტრადიციებს შორის.
|
||
საგანი
|
||
ქართული ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო და
საშუალო საფეხური, VIII-XII კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
6- 45 წუთიანი გაკვეთილი
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ქართ.IX.6-მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ და სადავო
საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული თუ არამხატვრული
ტექსტების გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.VIII.6-მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტის
შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ.X.13.-მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა
ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
ქართ.XII.1-მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.XII.3-
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის
პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები
შეძლებენ:
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
|
|
თემატური კითხვები
|
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები
გაეცნობიან პროექტის გეგმას,რომელიც სწავლის პროცესში დაეხმარებათ.მოსწავლეთა
საჭიროებების დადგენის მიზნით ვიყენებ მიმართულების მიმცემ კითხვებს,ვუჩვენებ
ქართულ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს-,,ორი ხევსური“,იმართება დისკუსია თემაზე
,,ტრადიციები და თანამედროვე ცხოვრება“,ივსება T-დიაგრამა,რაც მეხმარება
მოსწავლეთა ცოდნის პროგრესის შეფასებაში.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას,თუ რამდენად
ზუსტადაა აღწერილი XIX საუკუნის საქართველოს მთის ტრადიციები ვაჟა-ფშაველას
პოემებში:,,ალუდა ქეთელაური“ და ,,სტუმარ- მასპინძელი“. მოძიებული ინფორმაციის
შეგროვების შემდეგ კლასი ქმნის საგაზეთო რუბრიკას,სლაიდ-შოუს და მართავს
პრეზენტაციას,გაზეთისა და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტებზე დაყრდნობით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
მოსწავლეებს
შესწავლილი აქვთ ვაჟა-ფშაველას პოემები:,,სტუმარ-მასპინძელი“, ,,ალუდა
ქეთელაური“.
·
ასევე იციან ტრადიციის განმარტება,იცნობენ დღემდე
მოღწეულ ტრადიციულ ადათ-წესწბს.
·
იციან word-ში და საპრეზენტაციო პროგრამაში
მუშაობა,ფლობენ ინფორმაციის მოძიებისა და წარდგენის ხერხებს.
·
გამომუშავებული აქვთ
კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა-1. მოსწავლეებს ელექტრონულ ფორმატში წინასწარ გავუგზავნი
შეკითხვებს და ვთხოვ დაფიქრდნენ,გაიაზრონ და პასუხები გამომიგზავნონ იგივე ფორმატის
საშუალებით. (ერთი დღე).
აქტივობა-2.მეორე დღეს
ვხვდები მოსწავლეებს,ვიღებ მათგან პასუხებს,პასუხების საფუძველზე საკამათო გახდა
თემა: 1)ნამდვილად იდგა თუ არა XIX
საუკუნის საქართველოს მთის მოსახლეობა ასეთი რეალობის პირისპირ, და 2) რამდენად
შეესაბამება ვაჟა-ფშაველას პოემებში ასახული ადათ-წესები საქართველოს მთაში
გავრცელებული ტრადიციების პირველწყაროს?
გამოკვეთილი პრობლემის საფუძველზე
გადავწყვიტეთ გავაკეთოთ პროექტი.გავაცნოთ იგი როგორც სკოლას,ასევე ფართო
საზოგადოებას. შეხვედრა დაიგეგმა მეორე დღისთვის. (1 დღე).
აქტივობა-3. ვხვდები
მოსწავლეებს და მათი წინარე ცოდნის გაგებისა და საჭიროებების დადგენის მიზნით
ვაჩვენებ ზაზა კოლელიშვილის 8 წთ-იან მხატვრულ ფილმს ,,ორი ხევსური“.ფილმის
ნახვის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: ,,ტრადიციები და თანამედროვე
ცხოვრება“. შეივსება T დიაგრამა.
მოსწავლეებს დავაჯგუფებ შემთხვევითობის
პრინციპით,ფურცლებზე დავწერ ვაჟა-ფშაველას ორი პოემიდან,,სტუმარ-მასპინძელი“-ს
და ,,ალუდა ქეთელაური“-დან ცნობილ
გამონათქვამებს,გავჭრი შუაზე,მოსწავლეები ამოიღებენ ფურცლებს,მოძებნიან
თავის
ნახევარს,ერთი პოემის გამონათქვამებით დაკომპლექტდება ერთი ჯგუფი, მეორე პოემის
გამონათქვამებით- მეორე ჯგუფი.
ერთ
ჯგუფს დავავალებ პროექტის წარდგენისა და რეკლამირებისთვის შექმნან ბროშურა,ხოლო მეორე ჯგუფმა გააკეთოს სლაიდ-შოუ
და მისი პრეზენტაცია.მოსწავლეებს წინასწარ მიეცემათ შეფასების ჩეკლისტები. (3
დღე).
აქტივობა-4.ჯგუფები
წარმოადგენენ თავიანთ შექმნილ პროდუქტს,მოხდება შეფასება ბროშურისა და
პრეზენტაციის ჩეკლისტების საფუძველზე.მოსწავლეები გაავრცელებენ ბროშურას და
ფართო აუდიტორიას წარუდგენენ სლაიდ-შოუს. დაიგეგმება შეხვედრა. (2 დღე).
აქტივობა-5.ვხვდები
მოსწავლეებს,ვაცნობ პროექტის გეგმას და მის შეფასების ჩეკლისტს.ერთმანეთთან
შეთანხმების საფუძველზე ვახდენთ აქტივობების გადახალისებასა და დროში
გაწერას.მივაწვდი კვლევისთვის საჭირო ლიტერატურაზე ინფორმაციას,
ერთ
ჯგუფს დაევალება ჩაატარონ კვლევა თემაზე: XiX საუკუნის
საქართველო და მთის ტრადიციები,ხოლო მეორე
ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას პოემებში ასახული
ადათ-წესები რამდენად შეესაბამება რეალურ ყოფა-ცხოვრებაში გავრცელებულ
ტრადიციებს.
ორივე ჯგუფს მიეცა დავალება აწარმოონ
,,ორმხრივი ჩანაწერების ჟურნალი,რომელიც დაეხმარება მათ მოძიებული მასალის
შედარებასა და შეფასებაში. ასევე მათ ევალებათ მოძიებული და დახარისხებული
ინფორმაციის საფუძველზე შექმნან სლაიდ-შოუ და წარუდგინონ ფართო საზოგადოებას. (7
დღე).
აქტივობა-6.კვლევის პროცესში
მოსწავლეები მასწავლებელს გუგლის დოკუმენტებში
უზიარებენ მოძიებულ მასალას.
მასწავლებელი ამით ეხმარება მათ საგნებსა თუ მოვლენებს შორის კავშირების
დადგენასა და დანახვაში,ხოლო მასწავლებელს ეხმარება სწორი მიმართულების შენარჩუნებაში და მოსწავლეთა
ჩართულობის უზრუნველყოფაში. (პერიოდულად)/
ასევე საჭიროების შემთხვევაში მოეწყობა
კონფერენცია,განიხილება რომელიმე კონკრეტული საკითხი,ასევე განიხილება პროექტის გეგმა თუ რამდენად შესრულებადია.
აქტივობა-7.პროექტზე მუშაობის
დასრულებისას ჯგუფები მოაწყობენ შეხვედრას ფართო აუდიტორიასთან,წარმოადგენენ და
გააცნობენ კვლევის საფუძველზე მოძიებულ,შესწავლილ,დახარისხებულ მასალას-საგაზეთო
რუბრიკის საშუალებით და გვიჩვენებენ მიცემულ თემაზე შექმნილ სლაიდ-შოუს.გაიმართება
დისკუსია კითხვა-პასუხის საშუალებით.
წინასწარ შექმნილია შეფასების
ჯგუფი,რომელიც პროექტის მიმდინარეობისას გამოყენებულ რუბრიკებზე დაყრდნობით
გააკეთებს უკუკავშირს პრეზენტაციაზე.
მოსწავლეები ატვირთავენ თავიანთ ნამუშევარს
შეფასების შევსებულ ფორმებთან ერთად ბლოგის გვედზე,თანაკლასელები გაეცნობიან და
უკუკავშირს მისცემენ ერთმანეთის ნამუშევრებს.(ერთი დღე).
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
თანამშრომლობა 21–ე საუკუნის
უნარ-ჩვევაა, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია. როდესაც
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები
პროექტებზე თანატოლებთან ერთად გუნდურად მუშაობენ, მათი სწავლა
უმჯობესდება რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, სტრუქტურულად დალაგებული
აქტივობების ათვისება ამ მოსწავლეებს
მათი თანატოლების სწავლის სტრატეგიების გავლენის ქვეშ აყენებს და
ეხმარება მათ, ისწავლონ ერთმანეთისგან. ჯგუფური აქტივობები, როგორიცაა ასაწყობი
სურათები, საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, გარკვეულ სფეროში იყვნენ
"ექსპერტები," რაც ეხმარება საკუთარი თავის ეფექტურობის და
თვითშეფასების შეგრძნების განვითარებაში. ამას გარდა, როცა მოსწავლეები იღებენ
მითითებას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ერთმანეთს სწავლაში, მცირე ჯგუფები უსაფრთხო
გარემოა მოსწავლეებისათვის დასაზუსტებელი კითხვების დასასმელად და დახმარების
მისაღებად მაშინ, როცა ის სჭირდებათ.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
·
ისაუბრონ
ბუნებრივი ენით,ოღონდ ჩვეულებრივზე ნელა.
·
გამოიყენონ
მოკლე წინადადებები,მარტივი სინტაქსით.
·
ხშირად
გააკეთონ პაუზა,რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს გაიაზროს ნათქვამი. და ა.შ.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
შევაფასებ აზროვნების როგორ სტილს იყენებენ მოსწავლეები მუშაობისას,
მივცემ მათ მითითებებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ შესაძლებლობებს.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ზაზა კოლელიშვილის მხატვრული ფილმი ,,ორი ხევსური“.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
.
|
ტრენინგების რეფლექსია
პირველი მოდულის დღე
ჯგუფის წევრებმა გავიცანით ერთმანეთი,ვისაუბრეთ ჯგუფში მონაწილეობის ჩვენს მიზნებსა და მოლოდინებზე,ხოლო ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზანი.
განვიხილეთ პოექტზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი.გავეცანით ინტელის პროგრამას-viueri. ვისაუბრეტ სასწავლო პროექტის დაგეგმვის პრიორიტეტულ გზებზე და მასწავლებლისა და მოსწავლის როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში.
მეორე მოდულის დღე
ეს მოდული დამეხმარა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სწორად დახარისხებაში და მათი სხვადასხვა თვალსაზრისით გამოყენებაში.მაგალითად: მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, კვლევის სწორი მიმართულებით წარმართვა და ა.შ..
ვიმსჯელეთ,პროექტებით სწავლება თუ რამდენად უწყობს ხელს სასწავლო მიზნების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე,თუ რა მიზანს ემსახურება პუბლიკაციის დაგეგმვა და მომზადება,როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები,შევქმენით საავტორო უფლებების საქაღალდე.
მესამე მოდულის დღე
ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად შევადგინეთ შეფასების გეგმები,შევიმუშავეთ მიზნები,ასევე დავხვეწეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
მეოთხე მოდულის დღე
ამ მოდულში განვიხილეთ შეფასების მეთოდები და სტრატეგიები.ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა ფორმებზე,( მაგალითად: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება). გავაანალიზეთ თუ რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად.
მეხუთე მოდულის დღე
გავეცანით იმ ინსტრუმენტებს,რომელიც გვეხმარება პრეზენტაციის დაგეგმვაში.გავაკეთეთ პრეზენტაციის მონახაზი,შევიმუშავეთ იდეები თემის შესახებ და გავუზიარეთ ჯგუფის წევრებს.მოვამზადეთ პრეზენტაციის ძირითადი ელემენტები,შევქმენით ვებ-ბლოგები და დავრეგისტრირდით.
მეექვსე მოდულის დღე
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი იმაში თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.
მაგალითად, ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლეთა ნიმუშის შეფასება,, გუგლის დოკუმენტების" საშუალებით გავუზიარეთ ჯგუფის წევრებს,შენიშვნების გათვალისწინების საფუძველზე შევჯერდით ფორმის საბოლოო ვერსიაზე.ამავე მეთოდით შევძლებთ მივიღოთ უკუკავშირი მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შემუშავებულ შეფასების ფორმებთან დაკავშირებით.
ამ მოდულზე ასევე განვიხილეთ თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება და როგორ დაიცვან მათ სამართლებრივ- ეთიკური ნორმები.
მეშვიდე მოდულის დღე
დავგეგმეტ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვისაუბრეთ მოსწავლის თვალით დანახულ სასწავლო პროცესზე,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ფორმები. ამის შემდეგ შევქმენით მოსწავლის სასწავლო ნიმუშები,სევაფასეთ რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
მერვე მოდულის დღე
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სამივე კომპონენტი.ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის გეგმები.
მეცხრე მოდულის დღე
ამ მოდულში ჩვენ წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ,განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის დადებითი მხარეები.
პორტფოლიო ავტვირთეთ ,,გუგლის დოკუმენტებზე"და გამოვაქვეყნეთ ,,ბლოგზე".
ვაჩვენეთ ერთმანეთს და შევაჯამეთ.
ჯგუფის წევრებმა მადლობა გადავუხადეთ ტრენერს და ასევე ერთმანეთს თანამშრომლობისთვის და მივულოცეთ ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულება.

Комментариев нет:
Отправить комментарий