ისტ-ის მე-2











 
                    შეფასების რუბრიკა





 კრიტერიუმი
/შკალა



(1-4)
საშუალოზე დაბალი
(5-6)
საშუალო
(7-8)
საშუალოზე მაღალი
(9-10)
მაღალი
ტექსტების
შედარებითი
ანალიზი

ეძებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათე-
ბელ ნიშნებს,მაგრამ
არ შესწევს უნარი დაუკავშიროს იგი ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახულ
პრობლემას.
ნაწილობრივ აანალიზებსა და მსჯელობს ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახულ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.სწორად აანალიზებს პრობლემას,მიმოიხი-
ლავს ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს,აკავშირებს
მათ ლიტერატურულ ნაწარმოებთან, მაგრამ უჭირს არგუმენტირებული მსჯელობა.
აანალიზებს კონკრე-
ტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათ გავლენაზე ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ტექსტის
მრა ვალმხრივი
გაანალიზება და შეფასება

იხსენებს ცხოვრები-
სეულ ფაქტებს,მაგ-
რამ არ შესწევს უნა-რი მოიძიოს შესაბამ. წყარო, გაავლოს ლიტერ. პარალელი და შეაფასოს იგი.
შეუძლია მოიძიოს შესაბამისი  წყარო,
მაგრამ  ვერ
უკავშირებს მას ლიტერატურულ ნაწარმოებს და არ შეუძლია პრობლემის შეფასება.
შეუძლია მოიძიოს შესაბამისი  წყარო,
გაავლოს   ლიტერ.
პარალელი, იმსჯელოს პრობლე-მის  წარმოშობის პირველწყაროზე, მაგ
-რამ  ვერ ასახელებს პრობლემის  გადაჭ-რის  გზებს.
მოიძიებს,აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს,ლიტერატურულ პარალელებს,იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს.
მსჯელობს პრობლემის წარმოქმნის პირველწყაროზე და ასახელებს პრობლემის გადაჭრის გზებს.

მსჯელობა/
გრამატიკუ-ლი და ლექსიკური ცოდნა

მსჯელობს არადამაჯერებლად,
მეტყველებისას ხშირად ყოვნდება,აქვს მწირი ლექსიკური მარაგი,მსჯელობი-სას ხშირად იყენებს დიალექტურ ფორმებს და არღვევს გრამატიკულ ნორმებს.
მისი მსჯელობა ნაწილობრივ დამაჯერებელია,
მაგრამ არ იცავს ენის ნორმებს.
მსჯელობს დამაჯერებლად,
სმამს გრამატიკულად
გამართულ შეკითხვებს,მაგრამ მეგობრების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს
ნაწილობრივ.
მისი მსჯელობა არგუმენტირებული და დამაჯერებელია.სვამს გამართულ შეკითხვებს და
კითხვებზე პასუხობს სრულყოფილად.
ზეპირი გამოსვლა/
პრეზენტაცია


პრეზენტაციას ვერ წარმართავს დამა-
ჯერებლად, ვიზუალური ნაწილი მოუწესრიგებელია.
პრეზენტაციისას თემის მიმოხილვა ნაკლებად დამაჯერებელია
.ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
თემის მიმოხილვა დამაჯერებელია,
ვიზუალური მხარე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია და ზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
პრეზენტაციას წარმართავს დამაჯერებლად,ვიზუალუ-რი მხარეც ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
 












                      გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის თემა
ნ.ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა“-თავი...
სწავლების საფეხური/დისციპლინამე-3 საფეხური.
ქართული ლიტერატურა.
კლასიXl კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

8  მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეარ მყავს

საკითხის მნიშვნელობა/აქტუალობა


 მე-18  საუკუნის  საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის
 შეფასება და პარალელების გავლება დღევანდელობასთან.

აქტივობის მიზნები

მხატვრული ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზებისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბება.


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები.

ქართ.Xl.5(ინ.2)
ქართ.Xl.9(ინ.6)
ქართ.Xl.10(ინ. 3)
წინასწარი ცოდნამოსწავლეებმა იციან მე-18 ს-ის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ერეკლე მეფის ბიოგრაფია .
შეფასების საგანი და პროცედურებიზეპირი პრეზენტაცია; კითხვარი.
შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკას .

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
Xl  კლასის ქარტული ლიტერატურის სახელმძღვანელო; ივ.ჯავახიშვილის,,ქართველი ერის ისტორია“, ლ.სანიკიძის  ,,უქარქაშო ხმლები“.
დაფა,თაბახის ფურცლები, მარკერები,კომპიუტერი,პრორექტორი.










თანმიმდევრობა
























თანმიმდევრობა












     მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს კითხვით: როგორ გესმით სიტყვის-,,თავისუფლების“ მნიშვნელობა? -5წუთი

    ამის შემდეგ მასწავლებელი  აგრძელებს საუბარს ამ თემაზე და ამახვილებს ყურადღებას ეროვნულ და პიროვნულ თავისუფლებაზე.საუბარს ამყარებს ისტორიული ფაქტებითა და ლიტერატურიდან  არგუმენტებით.
     საუბრის პარალელურად იყენებს სლაიდ შოუს,მოსწავლეებს აცნობს ეროვნული თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა სურათებს.(მასწავლებელს საუბარი-დასურათბით აგებული აქვს ფარნავაზის მეფობიდან-ერეკლეს მეფობამდე).-7 წუთი

      მასწავლებელი თხოვს კლასს  წარმოადგინონ წინასწარ მომზადებული შეკითხვათა პაკეტი, რომელიც ტექსტის დამუშავების შემდეგ დაურიგდათ სახლში მოსამზადებლად.

მათ პასუხი უნდა გაეცათ შემდეგ კითხვებზე:
•           რა არგუმენტები აქვს მეფე ერეკლეს საკუთარი აზრის გასამყარებლად?
•           რა არგუმენტებს უპირისპირებს მას სოლომონ ლეონიძე?
•           როგორ გგონიათ რატომ არ იცვლის მეფე პოზიციას?
•           თქვენი აზრით ვინ არის პოემის ყველაზე ტრაგიკული პიროვნება და რატომ?
•           ვისი პოზიცია არის ავტორისთვის უფრო მისაღები: ერეკლე მეფის მშვიდობა თავისუფლების სანაცვლოდ, თუ სოლომონ მსაჯულის თავისუფლება?

აქტივობა #1. მუშაობა მთელ კლასთან,მოსწავლეები წარმოადგენენ
საკუთარ,არგუმენტირებულ პასუხებს.-10 წუთი


აქტივობა #2.მუშაობა ჯგუფებში-10 წუთი


    მასწავლებელი დაფაზე წერს სადისკუსიო საკითხს: ვის მხარეს არის სიმართლე?

    მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს იმ შეკითხვებს,რომელზეც უნდა დაფიქრდნენ დისკუსიის დაწყებამდე.კერძოდ:რისი დამტკიცება გვინდა? რა ინფორმაცია გვჭირდება დამატებით? სად მოვიძიოთ ეს ინფორმაცია?

     (მოსწავლეებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ტექსტი,კომპიუტერი,რათა სწრაფად მოიძიონ სასურველი ინფორმაცია,როგორც ისტორიული წყაროებიდან,ასევე ლიტერატურიდან).

    ჯგუფებს ეძლევათ რეკომენდაცია გაანაწილონ მოვალეობები ჯგუფის წევრებს შორის-ერთი ჩამოწერს არგუმენტს,მეორე ეძებს ფაქტებს(დამატებით მასალას), მესამე ამზადებს შეკითხვებს,მეოთხე წარმოადგენს ჯგუფის საერთო აზრს.

აქტივობა #3. პრეზენტაცია-10 წუთი
.
შეფასება-3 წუთი
 







                  პროექტი-ტოპონიმები

ქალაქონისსაზრვრისპირასოფლებისტერიტორიებზეგავრცელებული
ტოპონიმები.
მონაწილეთა ასაკიIX,X,XI კლასის მოსწავლეები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეარ მყავს
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა    გეოგრაფიულად ქალაქი ონი სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე არაერთგზის ყოფილა საზღვრის რამდენიმე კილომეტრით გადმოწევის მცდელობა,რის გამოც დიდია საფრთხე ამ ტერიტორიების ნაწილის დაკარგვისა და მასთან ერთად იმ მრავალი ცნობილი თუ მივიწყებული ინფორმაციის გაქრობისა,რასაც ეს ტერიტორიები ოდითგან ინახავენ.
პროექტის მიზნები
  • ქ.ონის საზღვრისპირა სოფლებში (ღები,ჭიორა,გლოლა) გავრცელებული ტოპონიმების მოძიება,შეგროვება, დახარისხება და შესწავლა.
  • კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
  • მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზე-ბა მათი ორგანიზების თვალსაზრისით.-ქართ.X.6
  • მოსწავლეს შეუძლია ენობრივ გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა ტექსტების ანალიზისას.-ქართ.IX.7. (ინ.1)
  • მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.-ქართ.X.16.(ინ.1.2.3)
  • აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.-ქართ.X.3. (ინ.1.2)

პროექტის შედეგები/პროდუქტი
  • შეისწავლიან ქ.ონის სოფლების ტერიტორიებზე გავრცელებულ ტოპონიმებს და მათ ეტიმოლოგიურ წარმომავლობას.
  • მოეწყობა მათ მიერ შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალების პრეზენტაცია სკოლაში.
  • მოძიებულ ინფორმაციას,მასალას შეაჯერებენ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან.
  • შეადგენენ მოძიებული,დახარისხებული ინფორმაციის საფუძველზე ტოპონიმების ეტიმოლოგიურ ლექსიკონს.
წინასწარი ცოდნა   შესწავლილი აქვთ ტოპონიმების განმარტება და იცნობენ მის ნიმუშებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
  • შეფასდება მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაციის დახარისხებისა და წარდგენის (პრეზენტაციის) პროცესი.
  • გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასების რუბრიკას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
  • ,,ქართულ ტოპონიმთა ლექსიკონი".
  • ,,ეტიმოლოგიური ძიებანი-2013 წ".
  • ვირტუალური ლექსიკონი.
  • კომპიუტერი,პროექტორი.
  • ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა.
დროერთი თვე (01.04.2014 წ-02.05.2014 წ)
ხარჯები200 ლარი
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)აქტივობა 1  - ჯგუფში ფუნქციების განაწილება.-2 დღე
აქტივობა 2  - ტოპონიმების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებით.-3 დღე
აქტივობა 3 - ადგილობრივ მოსახლეობაში ტოპონიმებზე                                        გავრცელებული ინფორმაციის მოძიება,გადაღება და დახარისხება.- 7 დღე
აქტივობა 4 - მოძიებული მთლიანი მასალის დახარისხება                                    შესწავლა. - 10 დღე
აქტივობა 5 -გადაღებული მასალის დახმარებით პრეზენტაციის                             მომზადება.- 5 დღე
აქტივობა 6 -შესწავლილი ტოპონიმებით ეტიმოლოგიური                                     ლექსიკონის შედგენა.-7 დღე
პროექტის ფასილიტატორიშორენა ლობჯანიძე ,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელ-ფოსტაqetoshorena@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий