воскресенье, 26 октября 2014 г.

.

პროექტის თემაქალაქონისსაზრვრისპირასოფლებისტერიტორიებზეგავრცელებული
ტოპონიმები.
მონაწილეთა ასაკიIX,X,XI კლასის მოსწავლეები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეარ მყავს
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა    გეოგრაფიულად ქალაქი ონი სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე არაერთგზის ყოფილა საზღვრის რამდენიმე კილომეტრით გადმოწევის მცდელობა,რის გამოც დიდია საფრთხე ამ ტერიტორიების ნაწილის დაკარგვისა და მასთან ერთად იმ მრავალი ცნობილი თუ მივიწყებული ინფორმაციის გაქრობისა,რასაც ეს ტერიტორიები ოდითგან ინახავენ.
პროექტის მიზნები
  • ქ.ონის საზღვრისპირა სოფლებში (ღები,ჭიორა,გლოლა) გავრცელებული ტოპონიმების მოძიება,შეგროვება, დახარისხება და შესწავლა.
  • კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
  • მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზე-ბა მათი ორგანიზების თვალსაზრისით.-ქართ.X.6
  • მოსწავლეს შეუძლია ენობრივ გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა ტექსტების ანალიზისას.-ქართ.IX.7. (ინ.1)
  • მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.-ქართ.X.16.(ინ.1.2.3)
  • აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.-ქართ.X.3. (ინ.1.2)

პროექტის შედეგები/პროდუქტი
  • შეისწავლიან ქ.ონის სოფლების ტერიტორიებზე გავრცელებულ ტოპონიმებს და მათ ეტიმოლოგიურ წარმომავლობას.
  • მოეწყობა მათ მიერ შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალების პრეზენტაცია სკოლაში.
  • მოძიებულ ინფორმაციას,მასალას შეაჯერებენ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან.
  • შეადგენენ მოძიებული,დახარისხებული ინფორმაციის საფუძველზე ტოპონიმების ეტიმოლოგიურ ლექსიკონს.
წინასწარი ცოდნა   შესწავლილი აქვთ ტოპონიმების განმარტება და იცნობენ მის ნიმუშებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
  • შეფასდება მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაციის დახარისხებისა და წარდგენის (პრეზენტაციის) პროცესი.
  • გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასების რუბრიკას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
  • ,,ქართულ ტოპონიმთა ლექსიკონი".
  • ,,ეტიმოლოგიური ძიებანი-2013 წ".
  • ვირტუალური ლექსიკონი.
  • კომპიუტერი,პროექტორი.
  • ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა.
დროერთი თვე (01.04.2014 წ-02.05.2014 წ)
ხარჯები200 ლარი
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)აქტივობა 1  - ჯგუფში ფუნქციების განაწილება.-2 დღე
აქტივობა 2  - ტოპონიმების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებით.-3 დღე
აქტივობა 3 - ადგილობრივ მოსახლეობაში ტოპონიმებზე                                        გავრცელებული ინფორმაციის მოძიება,გადაღება და დახარისხება.- 7 დღე
აქტივობა 4 - მოძიებული მთლიანი მასალის დახარისხება                                    შესწავლა. - 10 დღე
აქტივობა 5 -გადაღებული მასალის დახმარებით პრეზენტაციის                             მომზადება.- 5 დღე
აქტივობა 6 -შესწავლილი ტოპონიმებით ეტიმოლოგიური                                     ლექსიკონის შედგენა.-7 დღე
პროექტის ფასილიტატორიშორენა ლობჯანიძე ,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელ-ფოსტაqetoshorena@gmail.com